logo
ENG



"ეს ვიზიტი ძლიერ მხარდაჭერას აჩვენებს" - ზელენსკი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა

09 თებ 202423:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/n8ug82qsndwc6u5.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა. მისი თქმით, მათი ვიზიტი უკრაინისადმი ძლიერ მხარდაჭერას აჩვენებს.  

"ეს ვიზიტი უკრაინის ძლიერ ორპალატიან და ორპარტიულ მხარდაჭერას აჩვენებს. ამასთან, ადასტურებს, რომ აშშ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც აგრესორთან ეფექტურ ბრძოლაში გვეხმარება.

თქვენი ჩამოსვლა მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის მებრძოლი სულის ამაღლებისთვის. განსაკუთრებით იმ გმირებისთვის, რომლებიც დღეს ფრონტის ხაზზე იბრძვიან", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.  

ზელენსკის თქმით, იმისთვის, რომ უკრაინამ აგრესორის დამარცხება შეძლოს, ქვეყანას მოკავშირეების, პირველ რიგში კი შეერთებული შტატების მხარდაჭერა სჭირდება. ის იმედოვნებს, რომ აშშ უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

კიევში შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული დელეგაცია დღეს ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკიმ გაავრცელა.  


close დახურვა